პროექტები


განვითარების სტრატეგიული გეგმა

2011-2017 სასწავლო წელი

#

მიმართულება

ძირითადი საქმიანობა

ვადა

I

სკოლის მართვა

დემოკრატიული მართვის მნიშვნელოვანი პრინციპია საზოგადოების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მნიშვნელოვანია, ჩამოყალიბდეს გუნდური პასუხისმგებლობა მიმდინარე მოვლენებზე. შესაბამისად, უნდა გაიზარდოს და აისახოს ნორმატიულ აქტებში სასკოლო საზოგადოების, მოსწავლეთა თვითმმართველობის, პედაგოგიური კათედრების როლი და პასუხისმგებლობა. სკოლის მართვაში სასკოლო საზოგადოების ჩართვის მიზნით სკოლასთან დაკავშირებული ნორმატიული დოკუმენტების განხილვა – დამტკიცებაში სხვადასხვა დონეზე ჩართული უნდა იყოს პედაგოგიური საბჭო, საგნობრივი კათედრები. ხარისხზე ორიენტირებული სკოლის მნიშვნელოვანი რგოლია სკოლის ადმინისტრაცია. დირექციის მუშაობაზე დიდწილადაა დამოკიდებული სკოლის წარმატებები და წარუმატებლობა. დირექციის მუშაობაში მთავარია გუნდურობის პრინციპი, პასუხისმგებლობის, უფლება-მოვალეობების სწორი გადანაწილება.

უახლოეს მომავალში სკოლაში ჩამოყალიბდება მოსწავლეთა თვითმმართველობა, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, დამატებითი განათლების სისტემა, მოხდება სასკოლო დისციპლინის მართვისა და სკოლის თვითშეფასების სისტემის სრულყოფა.


2011-2017წ.წ.

II

სწავლა – სწავლების ხარისხი სრულყოფა


სწავლა ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენას, მათ ინტელექტუალურ განვითარებას. ხარისხზე ორიენტირებულ სკოლაში მოსწავლე ეუფლება არა მხოლოდ ინფორმაციის მიღების, არამედ ცოდნის გააზრების, გამოყენების, დამოუკიდებელი დასკვნებისა და შეფასების უნარ-ჩვევებს. მოსწავლის განვითარების დინამიკის დადგენა, რეიტინგის განსაზღვრა და თანმდევი დამატებითი სამუშაოების განხორციელება არის სრულყოფილი და ხარისხიანი განათლების მიღების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია მშობელთა ინფორმირებულობა და პროცესებში ჩართვა. სკოლა განაგრძობს ამ მიმართულებით საქმიანობის სრულყოფას, არსებული მექანიზმების დახვეწას.

ხარისხის მართვის მნიშვნელოვანი ერთეული უნდა გახდეს სკოლის საგნობრივი კათედრები, საგნის სწავლება-სწავლის ხარისხზე პასუხისმგებლობა ადმინისტრაციასთან ერთად უნდა დაეკისროს კათედრას.

კათედრები და კათედრის ხელმძღვანელები უნდა ზრუნავდნენ პროფესიული განვითარების გზების დასახვაზე, ინფორმაციის დროულად და სწორად გადაცემაზე, პედაგოგთა ურთიერთთანამშრომლობაზე, გუნდური მუშაობის პრინციპის დამკვიდრებაზე, საგნების ინტეგრირებაზე, სხვადასხვა პროექტებში, ოლიმპიადებში, პროგრამებში, კონკურსებში მოსწავლეთა და მასწავლებელთა ჩართულობაზე. აუცილებელია კათედრების მიერ განისაზღვროს საგნის ხარისხიანი სწავლებისათვის საჭირო სასწავლო რესურსებისა და დამატებითი ღონისძიებების ბაზა, სწავლა-სწავლების პროცესის კოორდინაციისა და მონიტორინგის სისტემა. ამ მიმართულებით სკოლას ჩატარებული აქვს სერიოზული მუშაობა. შემდეგ წლებში მოხდება საქმიანობის დახვეწა, ცვლელებების შეტანა მიღებული შედეგებიდან გამომდინარე.

სკოლაში შეიქმნება განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სასკოლო სისტემა, შემუშავდება პედაგოგთა პროფესიული შეფასების სარეიტინგო სისტემა, პროფესიული განვითარებისა და დახელოვნების სისტემა; მასწავლებელთა და მოსწავლეთა აკადემიური მოტივაციის ასამაღლებელი წამახალისებელი სისტემა. დაინერგება მცირე ბიზნესისა და მეწარმეობის სწავლება.

2010-2017წ.წ.

III

პროფესიული განვითარება

ხარისხიანი განათლებისა და ეფექტური სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა წარმოუდგენელი და შეუძლებელია თვისებრივად ახლებურად მომზადებული და პროფესიულად მუდმივად განვითარებადი მასწავლებლის გარეშე. სკოლის ამოცანაა ზრუნვა პედაგოგთა პროფესიულ განვითარებაზე, რაც აუცილებელი პირობაა სკოლის სასწავლო მიზნების მისაღწევად. ამის განსახორციელებლად სკოლაში უნდა შეიქმნას პედაგოგთა პროფესიული განვითარების სისტემა, რაშიც მოიაზრება ტრენინგ-სემინარები, კვლევა, გამოცდილების გაზიარება, საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა. სკოლის პრიორიტეტია პედაგოგების წარმატებული ჩართვა სასერტიფიკაციო გამოცდებში. ამ თვალსაზრისით სკოლა ხელს შეუწყობს ტრენინგების ორგანიზებას; უცხოური ენის პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გამოიყოფა თანხა მათი საზღვარგარეთ გასამგზავრებლად.

2011-2013წ.წ.

IV

აღზრდა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება


სკოლის აღზრდის სისტემა არ უნდა მოიცავდეს მხოლოდ თეორიულ მომზადებას და აუცილებლად უნდა ქმნიდეს და ამკვიდრებდეს ისეთ სასკოლო გარემოს, რომელშიც მოზარდი პრაქტიკულად იცხოვრებს და იმოქმედებს იმ ღირებულებებისა და პრინციპების თანახმად, რომელთაც მათ პედაგოგები ასწავლიან. ეს, რა თქმა უნდა, გულისხმობს მჭიდრო კონტაქტსა და თანამშრომლობას მოსწავლეთა ოჯახებთან. სკოლაში შეიქმნება მოსწავლეთა თვითმმართველობა, სადაც მოზარდები შეიძენენ დემოკრატიული აზროვნების უნარ-ჩვევებს, აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას სასკოლო ცხოვრებაში, შეიმუშავებენ პროექტებს, ჩამოაყალიბებენ კლუბებსა და გაერთიანებებს.

სასკოლო გარემო ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპების დანერგვასა და განვითარებას. ამ პრინციპების გატარება, პირველ ყოვლისა, სასწავლო პროცესში უნდა ხდებოდეს. როგორც საუბრების, ასევე სხვადასხვა კლასგარეშე და სკოლისგარეშე აქტივობების მეშვეობით. ამასთან, სკოლაში უნდა იყოს შექმნილი სათანადო სპორტული ბაზა, რათა შესაძლებელი გახდეს სასპორტო პროფილის განვითარება, მოსწავლეთა ჩაბმა სხვადასხვა სპორტულ კლუბებში. მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით პრევენციული ღონისძიებების გატარება, მოსწავლეთა ჩართვა სხვადასხვა სახის სასწავლო-შემეცნებით და სპორტულ ღონისძიებებში. ამ ეტაპზე სკოლას არ გააჩნია საკუთარი ბაზა და მოსწავლეთა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად სკოლა ხელშეკრულებებს გააფორმებს შეაბამისი სპორტული ბაზის მქონე ორგანიზაციებთან.ხოლო სკოლაში იფუნქციონირებს ჭადრაკის, აერობიკისა და კარატეს სასპორტო კლუბი.

2011-2012წ.წ.

V

სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება


სკოლისთვის მნიშვნელოვანია სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესისათვის საჭირო ფართის არსებობა და გონივრული გამოყენება; სასკოლო ინვენტარით სასწავლო დაწესებულების უზრუნველყოფა, მძლავრი ბიბლიოფონდის შექმნა, საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაზის განვითარება, ყველა საკლასო ოთახის აღჭურვა კომპიუტერული ტექნიკით, სპორტული ბაზის მოწესრიგება. სკოლაში შექმნილია ყველა აუცილებელი პირობა სასწავლო პროცესის წარმართვისათვის. მომავალში სკოლა გეგმავს საკუთარი შენობის შეძენას

2011-2012წ.წ.

VI

უსაფრთხო გარემო


სკოლაში სასწავლო პროცესი და ზოგადად აღზრდის სისტემა უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის, ურთიერთგაგებისა და ნდობის პრინციპებს. მოსწავლე უსაფრთხოდ და დაცულად უნდა გრძნობდეს თავს. სკოლაში შექმნილი უნდა იყოს ყველა პირობა, რათა დაკმაყოფილებული იყოს მოსწავლის ფიზიკური და მორალური უსაფრთხოების მოთხოვნილებები. სკოლაში უნდა ფუნქციონირებდეს უსაფრთხოების მკაფიოდ შემუშავებული სისტემა, რომელშიც მოიაზრება დაცვის სამსახური, სათვალთვალო აპარატურა, სახანძრო უსაფრთხოებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, პრევენციული ღონისძიებები. სკოლამ უნდა მისცეს მოსწავლეს აუცილებელი ცოდნა კრიტიკულ სიტუაციებში მოქცევის შესახებ და განუვითაროს შესაბამისი უნარ-ჩვევები. ამ თვალსაზრისით სკოლაში უკვე ამოქმედებულია უსაფრთხოებისა და დისციპლინის მართვის მკაფიო სისტემა. ამ მიმართულებით მუშაობის გაუმჯობესების მიზნით სკოლაში ამუშავდება მანდატურის სამსახური

2011-201წ.წ.

VII

საზოგადოებასთან ურთიერთობა

სკოლის წარმატებული ფუნქციონირებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ურთიერთობის სისტემის ჩამოყალიბება. საზოგადოებისთვის ღია და მისაწვდომი უნდა იყოს ინფორმაცია სკოლაში მიმდინარე პროცესებზე, წარმატებებსა და ინიციატივებზე. სკოლის წარმატებული საქმიანობისათვის მნიშვნელოვანია მშობელთა ჩართულობა, რისი აუცილებელი პირობაცაა მათი ინფორმირებულობა. მომავალში სკოლაში დაიხვეწება საზოგადოებასთან ურთიერთობის არსებული საშუალებები და მექანიზმები. აქტიური პარტნიორული ურთიერთობები ჩამოყალიბდება როგორც საქართველოს ასევე უცხოეთის სკოლებთან, რაც ხელს შეუწყობს სკოლის განვითარებას, მის ინტეგრაციას როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.

2011-2014წ.წ.

VIII

თვითშეფასება


სკოლის განვითარების გეგმა რომ საუკეთესოდ სრულდებოდეს, აუცილებელია სკოლაში არსებობდეს თვითშეფასებისა და მონიტორინგის მოქნილი სისტემა. სკოლაში არსებული თვითშეფასებისა და მონიტორინგის მექანიზმების სრულყოფა ხელს შეგვიწყობს პრობლემების გამოვლენაში, რათა დროულად მოხდეს მათზე რეაგირება, ყოველივე ეს კი იქნება გარანტი იმისა, რომ სკოლის განვითარება მართლაც უწყვეტი პროცესი იქნება.

თვითშეფასებას სკოლა აწარმოებს სასწავლო წლის განმავლობაში და მიღებულ შედეგებს იყენებს ცვლილებების შესატანად საკუთარი განვითარების გეგმაში.

პერმანენტულად




შპს გიჩი-სკოლა ჯეჯილი განვითარების სამოქმედო გეგმა

2012-2013 სასწ.წელი


XI

მიმართულება

საქმიანობა

ვადა

შემსრულებელი

პასუხისმგებელი

შესრულების ინდიკატორი

შენიშ.

სკოლის მართვა

სკოლის განვითარების გუნდის შექმნა

IX

ადმინისტრაცია კათედრის გამგეები

დირექტორი

სამუშაო გეგმა


ინგლისურენოვანი სექტორის დანერგვა

VII-IX

ადმინისტრაცია,

მასწავლებლები

დირექტორის მოადგილე სასწ-აღმ. დარგში

სამოქმედო გეგმა


ხარისხის მართვის სამსახურის ჩამოყალიბება

X

კათედრის გამგეები

დირექტორი

სამუშაო გეგმა


სწავლა – სწავლების ხარისხის სრულყოფა

მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა

IX

მასწავლებლები

კათედრის გამგე

ტესტები კითხვარები კვლევის შედეგები


ცოდნის კონტროლის ფორმების ოპტიმიზაცია (ურთიერთდასწრება)

პერმანენტულად

კათედრები

დირექტორის მოადგილე სასწ-აღმ. დარგში

სტრუქტურა ინსტრუქციები


დამამთავრებელი გამოცდა

V-XI კლ

ივნისი

კათედრები

დირექტორი

ტესტები მონაცემთა ანალიზი


სასკოლო

მონიტორინგი

IX-XII კლ

I-II

სემესტრ

კათედრები

დირექტორის მოადგ. სასწ-აღმ. დარგში

ტესტები მონაცემთა ანალიზი


საგნობრივი ოლიმპიადები

XI

მოსწავლეები

კათედრები

დირექტორის მოადგ. სასწ-აღმ. დარგში

დებულება ტესტები მონაცემთა ანალიზი


მოსწავლეთა კონფერენცია საზ. მეცნიერებებში

XII

მოსწავლეები

კათედრები

დირექტორის მოადგ. სასწ-აღმ. დარგში

დებულება მოხსენებები ფოტომასალა


მოსწავლეთა კონფერენცია საბუნებ. მეცნიერებებში

V

მოსწავლეები

კათედრები

დირექტორის მოადგ. სასწ-აღმ. დარგში

დებულება მოხსენებები ფოტომასალა


მოსწავლეთა სარეიტინგო სისტემის შემუშავება

X

კათედრები

დირექტორის მოადგ. სასწ-აღმ. დარგში

მოდული


მოსწავლეთა მიღწევების ანალიზი

ყოველთვიურად

მასწავლებლები

კათედრის გამგე

მონაცემთა ანალიზი რეკომენდაციები


პედაგოგთა გადამზადება ინგლისურენოვანი სექტორისთვის

X

ადმინისტრაცია,

პედაგოგები

დირექტორი,

დირექტორის მოადგ. სასწ-აღმ. დარგში

მოდული


პედაგოგის სარეიტინგო მოდელის შემუშავება

X

კათედრები

დირექტორის მოადგ. სასწ-აღმ. დარგში

მოდული


პროფესიული განვითარება

კონფერენცია თანამედროვე პედაგოგ. ტექნოლოგიები


IV

კათედრები

დირექტორის მოადგ. სასწ-აღმ. დარგში

მოხსენებები ფოტომასალა


მასწავლებელთა პორტფოლიოების წარმოების მონიტორინგი

ყოველთვიურად

კათედრები

დირექტორის მოადგ. სასწ-აღმ. დარგში

პორტფოლიოები


საგნობრივი სემინარები

თვეში ერთხელ

კათედრები

დირექტორის მოადგ. სასწ-აღმ. დარგში

თემატიკა გეგმები გამოხმაურება


ტრენინგი-პროფესიული უნარები

I. VI.

შიდა რესურსები პროვაიდერი ორგანიზაცია

დირექტორის მოადგ. სასწ-აღმ. დარგში

მასალები პედაგოგების ნამუშევრები


სადამრიგებლო პროგრამის განხორციელების მონიტორინგი

თვეში ერთხელ

დირექტორის მოადგ. სასწ-აღმ. დარგში

დირექტორი

კითხვარები რეკომენდაციები


ფსიქოლოგის სამსახურის ოპტიმიზაცია

X-XII

ფსიქოლოგი

დირექტორი

ტესტები რეკომენდაციები


აღზრდა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება


დისციპლინის მართვის სისტემის სრულყოფა

IX

სკოლის განვითარების გუნდი

ადმინისტრაცია

სტრუქტურა ფუნქციები


მხიარულ სატრტებში მონაწილეობა

IX-X

ფსიქოლოგი

სპორტის პედაგოგი დირექტორის თანაშემწე საორგანიზაციო საკითხებში

ხელშეკრულება


ახალი სპორტული სექციებისა და კლუბების ჩამოყალიბება


X-XII

მოსწავლეები

დირექტორის თანაშემწე საორგანიზაციო საკითხებში

მუშაობის გრაფიკი პროგრამები


ექსპედიციების, ლაშქრობების ორგანიზება

X-XI V-VI

მოსწავლეები

დირექტორის თანაშემწე საორგანიზაციო საკითხებში

პროექტები ფოტომასალა


საბავშვო არქეოლოგიური გათხრები

V

მოსწავლეები

დირექტორის თანაშემწე საორგანიზაციო საკითხებში

ფოტომასალა


გამწვანების აქცია


XI. V

მოსწავლეები

დირექტორის თანაშემწე საორგანიზაციო საკითხებში

ფოტომასალა


საინფორმაციო ბიულეტენების გამოშვება

I-II სემესტრი

კატედრები მარკეტინგისა და საზ.ურთ. სამსახური

დირექტორის მოადგილე სასწ.-აღმ. დარგში

ბიულეტენები


ღია კარის დღეების ორგანიზება

მაისი

კათედრები

ადმინისტრაცია

ფოტომასალა გამოხმაურებები


მარკეტინგული კვლევა

პერმანენტულად

მარკეტინგისა და საზ. ურთ სამსახური

დირექტორის თანაშემწე საორგანიზაციო საკითხებში

კითხვარები


სკოლა და საზოგადოება პარტნიორული ურთიერთობები

ბილინგვური სწავლების დანერგვა

VIII-IX

ინგლისური ენის სახლი,სკოლის პედაგოგები

ადმინისტრაცია

მემორანდუმი სამოქმედო გეგმა


უცხოენოვანი პედაგოგების მოზიდვა

VI-VIII

ადმინისტრაცია

დირექტორის მოადგილე საორგანიზაციო საკითხებში

ფოტომასალა


საქველმოქმედო აქციები

პერმანენტულად

მოსწავლეები მასწავლებლები

დირექტორის მოადგილე საორგანიზაციო საკითხებში

ფოტომასალა


უცხო ენებში მოსწავლეთა სასერტიფიკატო გამოცდებზე მონაწილეობის ორგანიზება

პერმანენტულად

მოსწავლეები მასწავლებლები

დირექტორის თანაშემწე საორგანიზაციო საკითხებში

სერტიფიკატები


ილიას უნივერსიტეტი

ბიბლიოფონდის შევსება

პერმანენტულად

ბიბლიოთეკის გამგე

დირექტორი

კატალოგი


ელექტრონული კატალოგის შექმნა

VIII

ისტ მენეჯერი

დირექტორის მოადგილე სასწ. აღმ. დარგში

კატალოგი


ელექტრონული ჟურნალის დახვეწა ახალ ესგ-ზე მორგება

IX

ისტ-მენეჯერი

დირექტორის მოადგილე სასწ. აღმ. დარგში

კატალოგი


სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება

სტრატეგიული გეგმის განხორციელების მონიტორინგი

მთელი წელი

კათედრები

ადმინისტრაცია

კითხვარები ანგარიშები


საუკეთესო მოსწავლის, მასწავლებლისა და კლ.დამრიგებლის კრიტერიუმების დახვეწა

IX

კათედრები

დირექტორის მოადგილე სასწ. აღმ. დარგში

კრიტერიუმები


წლის საუკეთესო მოსწავლის მასწავლებლის, კლ.დამრიგებლისა და კათედრის გამგის კონკურსის ჩატარება

VI

კათედრები

დირექტორი სკოლის გავითარების გუნდი

კათედრების პორტფოლიოები


აღმზრდელობითი პროცესის მონიტორინგი

მთელი წელი

კლ.დამრიგებლები

დირექტორის თანაშემწე საორგანიზაციო საკითხებში

ანგარიშები


სკოლის თვითშეფასება

ესგ-ს შესრულების მონიტორინგი

მთელი წელი

კათედრები

დირექტორის მოადგილე სასწ-აღმ. დარგში

ანგარიშები მონაცემთა ანალიზი


განათლების ხარისხის უზრუნველყოფა

მთელი წელი

კათედრები

დირექტორის მოადგილე სასწ.-აღმ. დარგში

ანგარიშები რეიტინგები ცვლილებების გეგმა


2012-2013 სასწ.წ. სამოქმედო გეგმის შემუშავება


VI-IX

სასკოლო კოლექტივი

დირექტორი

სიტუაციური ანალიზი

სამოქმედო გეგმა